საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    თანამშრომლობა ვირჯილისა და ბარსელონის ავტონომიურ უნივერსიტეტებთან

    თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდია და ასოცირებული პროფესორი, ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი - ლელა ჯანაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან როვორასა და ვირჯილის უნივერსიტეტსა (ტარაგონა, ესპანეთი) და ბარსელონის ავტონომიურ უნივერსიტეტში (UAB).

     

    ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები როვორასა და ვირჯილის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და სამართლის ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და აკადემიურ პერსონალთან. ასევე, საჯარო სამართლის დეპარტამენტის მარიუს ვიადელ ი მარტინის სახელობის სამართლებრივი კვლევების კათედრის დირექტორთან, პროფესორ ხოსე რამონ ფუენტეს ი გასოსთან შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები.

     

    ასევე, სამუშაო შეხვედრა გაიმართა ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის მანუელ ბალბეს სახელობის გლობალური სამართლისა და ადამიანის უსაფრთხოების კათედრის ხელმძღვანელ როსერ მარტინეს ი კირანტესთან, საჯარო სამართლისა და ისტორიულ - იურიდიულ მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელებთან, პროფესორ კარლოს პადროსთან და პროფესორ ჟოან ამენოსთან. შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა მნიშვნელოვანი ერთობლივი აკადემიური და სამეცნიერო აქტივობები და ესპანელი პროფესორების ვიზიტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

    თარიღი: 27/05/2023